Belive

იუვენტუსს 15 ქულა მოაკლეს, გუნდი მე-10 ადგილზე დაქვეითდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის სერია A-ს სატურნირო ცხრილში ,,იუვენტუსს'' ფინანსური მაქინაციის გამო, 15 ქულა ჩამოაჭრეს.

იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ პროკურორის მოთხოვნა დააკმაყოფილა. საქმეში სხვა კლუბებიც ფიგურირებდნენ, თუმცა ისინი გამართლდნენ.

ქულების დაკლების გამო, ტურინული კლუბი 22 ქულით სერია A-ს მე-10 პოზიციაზე დაქვეითდა. ,,ბებერ ქალბატონებს'' აღნიშნული გადაწყვეტილების გაპროტესტების უფლება აქვთ.

18 ტურის შემდეგ, იტალიის ჩემპიონატს ,,ნაპოლი'' ლიდერობს, რომელსაც 47 ქულა აქვს.

,,იუვენტუსი'' მომდევნო შეხვედრას კვირას, საკუთარ მოედანზე, ,,ატალანტას'' წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები