იუვენტუსმა სუპერლიგიდან გამოსვლის პროცესი დაიწყო
ტურინის "იუვენტუსმა" ევროპის სუპერლიგიდან გამოსვლის პროცესი დაიწყო. "ბიანკონერის" წარმომადგენლებმა ოფიციალურად დაადასტურეს, რომ "რეალისა" და "ბარსელონას" მესვეურებთან მოლაპარაკებები დაწყებულია, რათა იტალიური ფეხბურთის ფლაგმანმა კლუბმა, პროექტიდან გასვლა შეძლოს.
მიმდინარე წლის ივნისში, კლუბმა დაადასტურა, რომ "რეალსა" და "ბარსელონას" წერილობითი ფორმით მიმართეს, რათა სუპერლიგიდან გასვლის პროცესი დაწყებულიყო. ცნობილია, რომ "იუვენტუსს" სუპერლიგის დასატოვებლად, ესპანური გრანდების თანხმობა სჭირდება.
შეგახსენებთ, ევროპის სუპერლიგის შექმნის იდეა, თავდაპირველად 2021 წლის 18 აპრილს გავრცელდა. ევროპის ტოპ ჩემპიონატების 12 გრანდი ახალი ტურნირის შექმნის იდეით გამოვიდა, თუმცა, პროექტმა საფეხბურთო მიმომხილველებისგან და გულშემატკივრებისგან უდიდესი კრიტიკა დაიმსახურა.
🚨UFFICIALE!
— Juvetoday (@juvetoday) July 13, 2023
La #Juventus esce dalla #Superlega. #SuperLeague #Juve #JuventusFC #SerieA #SerieATIM #FinoAllaFine #ForzaJuve pic.twitter.com/lkHpcsWi43
"მანჩესტერ სიტი", "მანჩესტერ იუნაიტედი", "ლივერპული", "ჩელსი", "არსენალი", "ტოტენჰემი", "მილანი", "ინტერი", "ატლეტიკო", "იუვენტუსი", "ბარსელონა" და "რეალი" სუპერლიგაში მონაწილეობის მიღებაზე დათანხმდნენ, მაგრამ კრიტიკის შემდეგ, პირველმა 9 კლუბმა პოზიცია შეიცვალა დაპროექტი დატოვა. სუპერლიგის ერთგული მხოლოდ "იუვენტუსი", "რეალი" და "ბარსელონა" დარჩა, თუმცა, ახლა გასვლის პროცესი "ბიანკონერიმაც" დაიწყო.