Belive

იუვენტუსმა ახალი სეზონისთვის ნარინჯისფერი ფორმა წარადგინა (ვიდეო) 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ტურინის "იუვენტუსმა" 2020/21 წლების სეზონის მესამე სათამაშო ფორმა წარადგინა. "ბებერი ქალბატონის" სარეზერვო ეკიპირება შემდეგ სეზონში ნარინჯისფერი იქნება და მისი ნაწილი შავ ფერში იქნება გადაწყვეტილი, რაც საღებავის ლაქებს წააგავს. "ზებრების" ტექნიკური სპონსორი კვლავინდებურად გერმანული კომპანია "ადიდასი" იქნება. "ბიანკონერის" Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ვიდეოში ახალი მაისურებით პაულო დიბალა, კრიშტიანუ რონალდუ, მატეის დე ლიხტი, დუგლას კოშტა, ლეონარდო ბონუში და ქალთა გუნდის ფეხბურათელები წარმოადგენენ.

სხვა სტატიები