იუვენტუსის ახალი მთავარი მწვრთნელი იგორ ტუდორი იქნება
ოფიციალურად, ტურინის "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე იგორ ტუდორი დაინიშნა. ხორვატმა სპეციალისტმა ტიაგო მოტა შეცვალა, რომლის შედეგებითაც ტურინული გუნდი უკმაყოფილო იყო და სწორედ ეს გახდა მისი გათავისუფლების მიზეზი. პირველადი ინფორმაციით ტუდორი "იუვეში" სეზონის ბოლომდე დარჩება, ზაფხულში კი სხვა დეტალები გახდება ცნობილი.
46 წლის ხორვატი მწვრთნელი 2024 წლის ივნისამდე "ლაციოს" წვრთნიდა, მაგრამ მას შემდეგ უგუნდოდ იყო. იგორ ტუდორს უმუშავია "მარსელში", "ვერონაში", "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტად, ყველაზე დიდი დრო სპლიტის "ჰაიდუკში" აქვს გატარებული, ასევე გარკვეული პერიოდი გაატარა "უდინეზეში", "გალათასარაიში", "კარაბუკსპორში", "პაოკში" და ხორვატიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის დამხმარედ.
Igor Tudor è il nuovo allenatore della Prima Squadra Maschile. Bentornato, Igor!
— JuventusFC (@juventusfc) March 23, 2025
Il Club ringrazia Thiago Motta e tutto il suo staff per la professionalità dimostrata e per il lavoro svolto in questi mesi con passione e dedizione, augurando loro il meglio per il futuro.