"ალისონ ბეკერის ტრანსფერით იტალიური გრანდი ინტერესდება" - იტალიური მედია
ლივერპულის ბრაზილიელი ფეხბურთელი ალისონ ბეკერი შესაძლოა იუვენტუსში გადავიდეს, ინფორმაციას La Gazzetta dello Sport ავრცელებს. წყაროს ცნობით ალისონი მიკელე დი გრეგორიოს შეცვლის ყველაზე რეალური ვარიანტია.
ახალი მეკარის დამატებას ის ფაქტიც მოწმობს, რომ იუვენტუსი მიმდინარე სეზონში უამრავ შეცდომას უშვებს და დი გრეგორიოც კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. იუვენტუსი ბოლო პერიოდში მაიკ მენიოს ტრანსფერითაც ინტერესდებოდა, მაგრამ ფრანგმა მეკარემ როსონერისთან კონტრაქტი გაახანგრძლივა და შეთანხმებაც ვეღარ შედგა.
იტალიურ მედიაში ასევე აღნიშნავენ, რომ ალისონ ბეკერს ლივერპულთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და შესაძლოა გუნდიდან 1 წლით ადრე წავიდეს, რადგან პრემიერ ლიგის მოქმედმა ჩემპიონებმა მისი პოტენციური შემცვლელი უკვე დაიმატეს და ეს გიორგი მამარდაშვილია.
According to @Gazzetta_it, Juventus are plotting an ambitious summer raid for Liverpool goalkeeper Alisson Becker, who previously played under current Bianconeri manager Luciano Spalletti at Roma 🧤 pic.twitter.com/MXm0rWRm3g
— Empire of the Kop (@empireofthekop) February 24, 2026