Belive

იურგენ კლოპმა ლივერპულის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, იურგენ კლოპი "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს. აღნიშნულ ინფორმაციას, ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი - ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

ფაბრიციო რომანოს კლოპის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები არ გაუმხელია, თუმცა, აღნიშნავს, რომ 8 წლიანი თანამშრომლობა, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ შეწყდება.

იურგენ კლოპი "ლივერპულის" მთავარ მწვრთნელად 2015 წლის 8 ოქტომბერს დაინიშნა და 2019/20 წლების სეზონში, მერსისაიდულ გრანდს პრემიერ ლიგის ნანატრი ტიტულის მოპოვებაში დაეხმარა. გერმანელი სპეციალისტის მეთაურობით, "ლივერპულმა" ჩემპიონთა ლიგის მოგებაც შეძლო, ორჯერ კი ფინალში დამარცხდა.

მერსისაიდული გრანდის ოფიციალურ ვებგვერდზე იურგენ კლოპის ვრცელი ინტერვიუც გამოქვეყნდა, სადაც გერმანელი სპეციალისტი, მიღებულ გადაწყვეტილებას განმარტავს.

კლუბის წარმომადგენლებს ჯერ კიდევ ნოემბერში ვესაუბრე და ვუთხარი, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, "ლივერპულს" დავტოვებდი.

სიმართლე ის გახლავთ, რომ ენერგიას ვკარგავ. კლუბის გარშემო აბსოლუტურად ყველაფერი მიყვარს, მაგრამ ვიცი, რომ გამუდმებით და გამუდმებით ამ პოზიციაზე მუშაობა შეუძლებელია. - იურგენ კლოპი.

სხვა სტატიები