Belive

იურგენ კლოპი: "როცა ლივერპული პრემიერლიგას გაინაღდებს, მე იქ ვიქნები"

17 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლივერპულის ყოფილი მწვრთნელი, იურგენ კლოპი, აპირებს შეურთდეს საჩემპიონო ზეიმს იმ შემთხვევაში, თუ "ლივერპული" პრემიერლიგას მოიგებს. კლოპმა ენფილდი გასულ ზაფხულს დატოვა მას შემდეგ, რაც მერსისაიდში 9 წელი იმუშავა - მოიგო 7 ტიტული, მათ შორის პრემიერლიგა და ჩემპიონთა ლიგა.

არნე სლოტი ლივერპულში არაჩვეულებრივად მუშაობს და გუნდს ახლა 13-ქულიანი უპირატესობა აქვს უახლოეს მდევარ "არსენალთან". კეიპტაუნში სათემო ფონდების შეკრებაზე, იურგენ კლოპმა გაამხილა, რომ ძალიან უნდა ლივერპულში დაბრუნება, თუმცა არა იქამდე, სანამ გუნდი ჩემპიონობას არ გაინაღდებს.

ჩემი გეგმაა ლივერპულის საჩემპიონო მარშისას მათთან ერთად ვიყო. ავტობუსზე არ ვიქნები, მინდე დავდგე იმ ხალხთან ერთად, რომლებსაც ასეთი აღნიშვნებისას ავტობუსიდან ვხედავდი.

წამოსვლის შემდეგ თამაშზე არ ვყოფილვარ, ამიტომ არ მინდა დავთარსო და პირველად ისეთ დროს მივიდე, სადაც მოგება ჩემპიონობას გადაწყვეტს - რომ წააგონ?! ამიტომ ლივერპულში მაშინ ჩავალ, როცა ყველაფერი გადაწყვეტილი იქნება - განაცხადა იურგენ კლოპმა

კლოპს არნე სლოტთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს და აღნიშნა, რომ განსაკუთრებული თამაშების შემდეგ მიმოწერაც აქვთ. გერმანელი სპეციალისტი ახლა Red Bull-ის 'გლობალური ფეხბურთის' მიმართულების ხელმძღვანელია, რომელიც კომპანიის საქმიანობას საერთაშორისო დონეზე მეთვალყურეობს.

სხვა სტატიები