Belive

იურგენ კლოპი 2-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა, სპეციალისტს ჯარიმის გადახდაც მოუწევს

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

პრემიერლიგამ ,,ლივერპულის'' მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი, მსაჯის - პოლ ტირნის გაკრიტიკების გამო, 2-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

,,ტოტენჰემთან'' მოგებული მატჩის შემდეგ, (4:3) გერმანელმა სპეციალისტმა ტირნი მიკერძოებაში დაადანაშაულა.

Sky Sports-ის ცნობით, კლოპს ჯარიმის სახით 75 ათასი ფუნტის გადახდაც დაევალა.

,,ლივერპულს'' სეზონის ბოლო ორი შეხვედრა ,,ასტონ ვილასთან'' და ,,საუთჰემპტონთან'' ელის. ,,მერსისაიდელები'' პრემიერლიგის 36 ტურის შემდეგ, 65 ქულით სატურნირო ცხრილის მე-5 პოზიციაზე არიან.

სხვა სტატიები