Belive

იუნაიტედთან მატჩის წინ, გვარდიოლამ ჰოლანდისა და ლისანდრო მარტინესის დუელზე ისაუბრა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მანჩესტერ სიტის'' მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, ,,მანჩესტერ იუნაიტედთან'' შეხვედრაზე ისაუბრა. ესპანელმა სპეციალისტმა დერბის წინ ყურადღება ერლინგ ჰოლანდისა და ლისანდრო მარტინესის დაპირისპირებაზე გაამახვილა.

,,რა თქმა უნდა, ერლინგი უფრო მაღალია. მომწონს, როცა ხალხი ფეხბურთელს მისი ზომის გამო ვერ აფასებს, ამ დროს კი ის გამოდის და ამბობს: ,,მე აქ ვარ, მაღალი კლასის ფეხბურთელი ვარ.'' მარტინესი შესანიშნავი მოთამაშეა, აგრესიული... ძალიან კარგია შეტევების დაწყებისას. ,,იუნაიტედმა'' მის სანაცვლოდ დიდი თანხა გადაიხადა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ლისანდრო მაღალ თავდამსხმელს დაუპირისპირდება, ის დავალებას თავს ართმევს.

მნიშვნელოვანია, რომ ჭკიანურად და გაბედულად ითამაშო. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები,'' - განაცხადა გვარდიოლამ.

პრემიერლიგის მე-8 ტურში ,,მანჩესტერ სიტი'' ,,მანჩესტერ იუნაიტედს'' უმასპინძლებს. მატჩი კვირას, 2 ოქტომბერს გაიმართება.

სხვა სტატიები