იულიან ნაგელსმანი: "უცნაური თამაში გამოვიდა"
4 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ევრო 2024-ის 2 მეოთხედფინალისტი უკვე ცნობილია. დღის პირველ შეხვედრაში შვეიცარიამ 2:0 დაამარცხა იტალია, მოგვიანებით კი დანიამ იმავე ანგარიშით დათმო შეხვედრა ტურნირის მასპინძლებთან. შეიძლება ითქვას, რომ გერმანიამაც და შვეიცარიამაც საკმაოდ მარტივად შეძლეს მეტოქეების დამარცხება და მომდევნო ეტაპზე გასვლა. მატჩის დასრულების შემდეგ, იულიან ნაგელსმანმა საკუთარი გუნდის თამაში შეაფასა.
უცნაური შეხვედრა გამოვიდა. პირველ 25 წუთში ტურნირზე საუკეთესო ფეხბურთი ვაჩვენეთ, დამსახურებული გოლიც გავიტანეთ, თუმცა გაუგებარიია რატომ გააუქმეს. ასეთი პატარა "ბლოკები" მოედნის ყოველ კუთხეში ხდება და ამაში არაფერი დრამატული არ არის.
იძულებითი შესვენების შემდეგ თამაში შევცვალეთ. გვინდოდა სწრაფად აღმოვჩენილიყავით მათი მცველების ზურგს უკან. საერთო ჯამში, ძალიან კარგად ვითამაშეთ, უდიდესი წინააღმდეგობა დავძლიეთ. საჭიროა ვიიყოთ უფრო მომთმენები და ჩვენს მომენტს დაველოდოთ - განაცხადა იულიან ნაგელსმანმა
კიდევ ორი მერვედფინალისტის ვინაობა ხვალ გაირკვევა. გერმანია ახლა ჩვენსა და ესპანეთს შორის გამარჯვებულს მეოთხედფინალში ელოდება. შვეიცარია კი ინგლისსა და სლოვაკეთს შორის მოგებულს შეხვდება.