იულიან დრაქსლერმა ალ აჰლისთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,პარი სენ ჟერმენის'' ყოფილი ნახევარმცველი, იულიან დრაქსლერი კარიერას ,,ალ აჰლიში'' გააგრძელებს.
გერმანელმა კატარულ გუნდთან დღეს 2-წლიან კონრაქტს მოაწერა ხელი, პარიზელებმა კი მის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო მიიღეს.
დრაქსლერი ,,პსჟ-ში'' 2017 წლიდან თამაშობდა. 29 წლის ფეხბურთელმა გასული სეზონი იჯარით ,,ბენფიკაში'' გაატარა და 18 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა.
,,ალ აჰლისთვის'' კატარის ჩემპიონატის ახალი სეზონი ცუდად დაიწყო - გუნდს 3 ტურის შემდეგ 3 მარცხი აქვს და უქულოდაა.
Welcome 𝓙𝓾𝓵𝓲𝓪𝓷 𝓓𝓻𝓪𝔁𝓵𝓮𝓻 💚🤍 pic.twitter.com/0NZLIGxTW5
— النادي الأهلي الرياضي (@ahliqat) September 18, 2023