ითამაშებს თუ არა მესი პერუსთან? - სკალონის პასუხი
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ, ლეო მესის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა:
,,უახლოეს დღეებში გავისაუბრებთ, რათა მისი მდგომარეობა დავადგინოთ. მოედანზე გასატარებელი დროის გასაზრდელად მესის კიდევ რამდენიმე ვარჯიში აქვს. ამ მომენტისთვის არცერთ ვარიანტს არ გამოვრიცხავ - შეიძლება, თავიდანვე ითამაშოს, მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთოს ან სათადარიგოთა სკამზე დარჩეს.
ვფიქრობ, პარაგვაისთან შეხვედრაში მისთვის მეტი დროის მიცემა სარისკო იყო, ამიტომ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ.'' - ლიონელ სკალონი
მესიმ ტრავმა ახლახან მოიშუშა და პარაგვაისთან მატჩში მოედანზე 53-ე წუთზე შევიდა.
არგენტინის ნაკრები მომავალ მატჩს პერუს წინააღმდეგ, 18 ოქტომბერს გამართავს.