იტალიური მედიის ინფორმაციით, ნაპოლი - სალერნიტანას მატჩი, კვირას ჩატარდება
ცნობილი იტალიური პრესის, calcionapoli24.it-ის ცნობით, "ნაპოლისა" და "სალერნიტანას" დაპირისპირება კვირას, 30 აპრილს, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება. შესაბამისად, მატჩი შაბათიდან კვირაზე გადაკვალიფიცრდა.
შეგახსენებთ, რომ "ნაპოლისა" და "სალერნიტანას" მატჩი შაბათს, თბილისის დროით 17:00 საათზეა ჩანიშნული და ნეაპოლელთა გამარჯვების შემთხვევში, თუ "ლაციო" "ინტერთან" ქულებს დაკარგავს, ნაპოლი 33 წლის შემდეგ, პირველად მოიპოვებს სკუდეტოს.
"ლაციო" "ინტერის" მატჩი კი კვირას, 30 აპრილს, თბილისის დროით 14:30 საათზეა ჩანიშნული და იმ შემთხვევაში თუ ნეაპოლელები შაბათს "სალერნიტანას" დაამარცხებდნენ, ჩემპიონობის აღნიშვნა მეორე დღეს, ტელევიზორთან მოუწევდათ, თუმცა თუ მატჩი კვირას გადაიწევს, ნეაპოლელები ჩემპიონობას მოედანზევე აღნიშნავენ.
ასევე ცნობილია ის ფაქტი, რომ "ნაპოლისა" და "სალერნიტანას" მატჩზე 50 000 ათასზე მეტი გულშემატკივარი დაესწრება და ნეაპოლელები დიდი ზეიმისთვის ემზადებიან.
სტატია განახლებადია.