Belive

იტალიური მედია: ნაპოლი კვარაცხელიასთვის კონტრაქტის განახლებას აპირებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მას შემდეგ, რაც საერთაშორისო მედია საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ ევროპული გრანდების ინტერესსა და აქტიური მცდელობების დაწყების შესახებ საუბრობს, იტალიური გამოცემები ავრცელებენ ცნობებს, რომლის მიხედვითაც 22 წლის ქართველი ვარსკვლავი "ლურჯების" შემადგენლობაში უნდა დარჩეს.

გამოცემა RAI აქვეყნებს სტატიას, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ მხარეებს შორის კონტრაქტის განახლებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

"ჯუნტოლი და დე ლაურენტისი ამზადებენ შემოთავაზებას ქართველი ფეხბურთელისთვის, რომლითაც ის ყოველწლიურად 2.5 მილიონ ევროს მიიღებს და ამასთან ბონუსების რაოდენობაც გაიზარდება. კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდება", - წერს გამოცემა RAI.

ამჟამინდელი კონტრაქტის პირობებით ხვიჩა კვარაცხელიას და "ნაპოლის" თანამშრომლობა 2027 წლის 30 ივნისამდე აკავშირებთ.

მიმდინარე სეზონში, რომელიც კვარასთვის “ნაპოლის” შემადგენლობაში სადებიუტოა, ქართველმა ვარსკვლავმა ყველა ტურნირზე ჩატარებულ 24 მატჩში, 12 გოლის გატანა და 11 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.

სხვა სტატიები