იტალიური მედია: "კვარაცხელია ორი სამყაროს გმირი და საქართველოს საუკეთესო ელჩია"
ნეაპოლური გამოცემა calcionapoli24.it-ი საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საინტერესო სტატიას ავრცელებს სათაურით - "კვარაცხელია საქართველოს საუკეთესო ელჩია. ხვიჩა იმ ორი სამყაროს გმირია, რომლებიც ერთმანეთს ძალიან ჰგავს".
"ხვიჩა კვარაცხელია ბოლო წლების ყველაზე დიდ სიურპრიზად გამოჩნდა, რომელმაც "ნაპოლი" 33 წლის შემდეგ სკუდეტოს მოგებამდე მიიყვანა.
საქართველოში მოგზაურობისას ქართული სპორტის მნიშვნელოვანმა ფიგურამ გვაჩვენა, თუ რამხელა მნიშვნელობის ადამიანია ის თავის სამშობლოში.
"შემიძლია ვთქვა, რომ ხვიჩა საქართველოს საუკეთესო ელჩია, ის ქვეყნის საუკეთესო წარმომადგენელია და მე ვერ ვპოულობ საქართველოს წარმომადგენლობის უკეთეს გზას ვიდრე ხვიჩას შეუძლია. ის მნიშვნელოვანია ერისთვის, ვფიქრობ, მასაც კი არ ესმის თუ რამდენს აკეთებს ის საქართველოსთვის", - გვითხრეს კვარაცხელიას სამშობლოში. შეგვიძლია მარტივად დავამატოთ, რომ თავად ფეხბურთელს ჯერ არ გაუგია რა მნიშვნელობისაა სკუდეტო ქალაქ ნეაპოლისთვის და გულშემატკივრებისთვის.
ხვიჩა კვარაცხელია ორი განსხვავებული და განცალკევებული სამყაროს გმირია, მათი, რომლებიც ერთმანეთს ძალიან ჰგავს. მთელმა საქართველომ აღმოაჩინა ნეაპოლი და ახლა ქვეყნის ნებისმიერ კუთხეში, იქნება ეს თბილისი, ბათუმი თუ სხვა ქალაქი, ვერ ნახავ ადგილს, სადაც კვარას და "ნაპოლის" მაისურს ვერ შეხვდებით.
აჟიოტაჟი და "ვერონას" კარში პირველივე ტურში გატანილი გოლი, რომელიც სტეფ კარის სტილში აღნიშნა, მთელი სეზონის შესავალი აღმოჩნდა. შემდეგ იყო დაძინებული ბევრი მეტოქე და ბევრი გოლი და საგოლე გადაცემა, რომელიც წლების განმავლობაში ემახსოვრება ნეაპოლს. ერთ დღესაც იტყვიან, რომ ამ "ნაპოლის" წარმატების მთავარი გმირი იყო ბიჭი, რომელიც ქალაქში 21 წლის ასაკში შორეული ქვეყნიდან ჩავიდა. გაიღიმებენ, გული გამოავლენს ემოციებს - არაჩვეულებრივი წელი ნეაპოლისთვის", - წერს calcionapoli24.it-ი.
ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლის" შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 38 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 14 გოლი გაიტანა და 14 საგოლე პასი გააკეთა.