Belive

იტალიური მედია: "კვარაცხელია ინსინიეს ევოლუციაა, მისი თამაშის სტილი ზუსტად ისაა, რაც სპალეტის სურს"

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
იტალიური, კერძოდ კი სამხრეთიტალიური გამოცემები "ნაპოლის" მომავალზე საუბრობენ და სეზონისწინა მოსამზადებელი პერიოდის ფარგლებში გუნდის სხვადასხვა ნიუანსებს განიხილავენ, განსაკუთრებულ ყურადღებას კი საქართველოს ნაკრების ლიდერზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ამახვილებენ.
"ლუჩანო სპალეტი სრულიად ახალი გუნდით თამაშს იწყებს, მაგრამ სული უცვლელია. რა თქმა უნდა, გასულ სეზონში მთავარი სათამაშო სქემა იყო 4-2-3-1, ახლა კი როგორც ჩანს ეს 4-3-3 იქნება. "ნაპოლის" ახალი და ძველი შემადგენლობების დამაკავშირებელი რგოლები კი ფლანგის ფეხბურთელები იქნებიან. "ნაპოლის" მიერ "ადანა დემირსპორის" კარში გატანილი პირველი გოლი მაურიციო სარის დროინდელ გუნდს გვაგონებს - კვარაცხელიას ჩაწოდება და ლოსანოს გოლი, რაც კალეხონისა და ლორენცო ინსინიეს ტანდემს განასახიერებს. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ "ნაპოლიში" ევოლუციის პროცესი მიმდინარეობს, თუმცა ეს წარსულის დავიწყებას არ ნიშნავს. ლუჩანო სპალეტი ბევრს მუშაობს ფლანგის მოთამაშეებთან, რადგან მათ დავალებები როგორც შეტევაში, ისე დაცვაში აქვთ შესასრულებელი. განსაკუთრებულ დროს ის ხვიჩა კვარაცხელიასთან ატარებს, 21 წლის ფეხბურთელთან რომელიც ახალი ჩამოსულია "დინამო ბათუმიდან", მომავალი მის მხარესაა. მისი თვისებები ყველასთვის თვალსაჩინოა, ის ირჩევს მეტოქეს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მას გვერდი აუაროს, ეს კი ზუსტად ის არის, რაც სპალეტის მისგან სურს", - წერს ilmattino.it-ი.
ხვიჩა კვარაცხელია “ნაპოლის” ივლისის დასაწყისში შეუერთდა და ორ ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშა. საერთო ჯამში, მოედანზე გატარებულ 135 წუთში, კვარაცხელიამ 3 გოლის გატანა და 2 საგოლე პასის გაკეთება მოასწრო.  

სხვა სტატიები