"იტალიის ისტორიაში არის მომენტი, როდესაც ერთმა შეცდომამ შეიძლება გამოიწვიოს სიტუაციის დაშლა" - ლუჩანო სპალეტი
იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან 5:2 გაიმარჯვა და უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა.
ლუჩანო სპალეტიმ მატჩის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა
პირველი ტაიმი შესანიშნავად ჩავატარეთ და ეს იყო თამაში, რომელიც უნდა გვეთამაშა. ჩვენი ხარისხით, ადრე თუ გვიან, გოლებს ვქმნით, მაგრამ იყო კონტრშეტევების საშიშროება, რომელსაც არ შევუწუხებივართ პირველ ტაიმში, მაგრამ შესვენების შემდეგ რამდენჯერმე იყო.
იტალიის ისტორიაში არის მომენტი, როდესაც ერთმა შეცდომამ შეიძლება გამოიწვიოს სიტუაციის დაშლა. ჩვენ ვთქვით, რომ მოერიდეთ კუთხურებს, რადგან ისინი ჩვენზე მაღლები არიან, მათ თავიანთ პირველივე კუთხურზე გაიტანეს. მეორე გოლი შემთხვევითი იყო, გოლმა მატჩის ფსიქოლოგიური ასპექტები შეცვალა. იმ მომენტში, ვფიქრობ, რომ ჩვენ დავინახეთ იტალიის საუკეთესო თვისებები ხასიათისა და ხარისხის თვალსაზრისით, რადგან ვაჩვენეთ ძალა, რომ გაგვეგრძელებინა გზა და კიდევ ორი გოლით მოგვეპოვებინა გამარჯვება.
ჟორჟინიოს პენალტზე
მეკარეს უნდა მივულოცოთ, რომელმაც ისეთი შთაბეჭდილება დატოვა თითქოს წინასწარ იცოდა მომენტი. ჟორჟინიო იტალიის განსაკუთრებულ პენალტების შემსრულებლად რჩება
კიეზას დღევანდელ თამაშზე
კიეზას აქვს მომენტები როდესაც "ტურბოს" რთავს, ის მხოლოდ ტექნიკით არ აკეთებს ამას, არამედ სიძლიერით და ტემპით. ჩვენ მას მადლობას ვუხდით შეტანილი წვლილისთვის.
სპალეტის ჰკითხეს, იქნება თუ არა ბევრი როტაცია ორშაბათს უკრაინის წინააღმდეგ გადამწყვეტ მატჩში.
ადრიდანვე იყო შიში, რომ კიეზას ტრავმა არ მიეღო ამიტომ ვამჯობინე მისი მოედნიდან გაყვანა. რაც შეეხება მომავალ მატჩს, უნდა ვნახოთ ყველას მომზადების დონე, მაგრამ ბევრ ცვლილებას არ ვიწინასწარმეტყველებ.