იტალიელი კომენტატორი: "კვარაცხელიას ტრავმის მიღების მაღალი რისკი აქვს, სპალეტი თავს იზღვევს"
იტალიელმა საფეხბურთო კომენტატორმა და Corriere dello Sport-ის გამოცდილმა ჟურნალისტმა, რინო სესარანომ საქართველოს ნაკრების და "ნაპოლის" ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
"ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლის" ფეხბურთელებს შორის ტრავმის მიღების ყველაზე მაღალი რისკით გამოირჩევა, რადგან ის ყოველთვის დრიბლინგის მეშვეობით ცდილობს წარმატების მიღწევას, ისევე, როგორც ვიქტორი ოსიმენი.
ქართველი ფეხბურთელი თავისი თამაშისადმი სიყვარულს ხშირად აჩვენებს. მას ხშირად ცვლიან, თუმცა უნდა გააცნობიეროს, რომ ამას სპალეტი ზედმეტი რისკის თავიდან ასაცილებლად აკეთებს", - თქვა რინო სესარანომ.
ხვიჩა კვარაცხელიამ 2022/23 წლების სეზონში “ნაპოლის” მაისურით 6 მატჩში 4 გოლის გატანა და 2 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.
“რეინჯერსი” – “ნაპოლის” შეხვედრა 14 სექტემბერს გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.