Belive

იტალიას მსოფლიო ჩემპიონატამდე ერთი ნაბიჯი აშორებს | ვინ ვის ხვდება პლეი-ოფის ფინალში?

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალში ჩრდილოეთ ირლანდია 2:0 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ბოსნიას დაუპირისპირდება. თავის მხრივ, ბოსნიელებმა უელსს სტუმრად პენალტების სერიაში მოუგეს.

მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა სლოვაკეთში, სადაც კოსოვომ მეტოქე 4:3 დაამარცხა, გადამწყვეტი ბრძოლა კი ბალკანელებს თურქეთის ნაკრებთან ელით.

  • თურქეთი 1:0 რუმინეთი

  • ჩეხეთი 3:2 ირლანდია (პენალტების სერია)

  • დანია 4:0 ჩრდ. მაკედონია

  • იტალია 2:0 ჩრდ. ირლანდია

  • პოლონეთი 2:1 ალბანეთი

  • სლოვაკეთი 3:4 კოსოვო

  • უკრაინა 1:3 შვედეთი

  • უელსი 1:2 ბოსნია (პენალტების სერია)

    Kosovo stun Slovakia to book playoff final at home to Turkey | Reuters

სამშაბათი, 31 მარტი - მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალური მატჩები:

  • ბოსნია - იტალია (ზენიცა)

  • ჩეხეთი - დანია (პრაღა)

  • კოსოვო - თურქეთი (პრიშტინა)

  • შვედეთი - პოლონეთი (სტოკჰოლმი)

გუშინ გაიმართა კონტინენტთაშორისი პლეი-ოფის ნახევარფინალური შეხვედრებიც - ბოლივიამ სურინამი 2:1 დაამარცხა, იამაიკამ კი ახალ კალედონიასთან 1:0 იმარჯვა.

შედეგად, პლეი-ოფის ფინალში ბოლივიის მეტოქე ერაყი იქნება, იამაიკა კი კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას დაუპირისპირდება (ორივე მატჩი მექსიკაში გაიმართება).

პირველ 48-ნაკრებიან მსოფლიო ჩემპიონატს 2026 წელს ამერიკის შეერთებული შტატები, მექსიკა და კანადა უმასპინძლებენ. ტურნირი 11 ივნისს დაიწყება და 19 ივლისს დასრულდება.

სხვა სტატიები