Belive

იტალიამ ერთა ლიგისთვის შემადგენლობა დაასახელა

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ, ერთა ლიგის შეხვედრებისთვის 26-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

ევროპის მოქმედი ჩემპიონები 15 ივნისს ერთა ლიგის ნახევარფინალში ესპანეთის ნაკრებს შეხვდებიან. მატჩი ნიდერლანდებში გაიმართება.

განაცხადში ვერ მოხვდნენ ,,ინტერისა'' და ,,ფიორენტინას'' ფეხბურთელები, რომლებსაც ევროტურნირებზე ფინალური მატჩები ელით.

,,სკუადრა აძურას'' შემადგენლობა ასე გამოიყურება:

მეკარეები – ჯანლუიჯი დონარუმა, ალექს მერეტი, ვიკარიო

მცველები – ფედერიკო ბაშიროტო, ლეონარდო ბონუჩი, ალესანდრო ბუონჯორნო, ჯოვანი დი ლორენცო, რაფაელ ტოლოი, ლეონარდო სპინაცოლა, ალესანდრო ფლორენცი, ფედერიკო გატი.

ნახევარმცველები – ბრაიან კრისტანტე, ლორენცო პელეგრინი, ჟორჟინიო, მარკო ვერატი, დავიდე ფრატეზი, მატეო პესინა, ნიკოლო ძანიოლო, მანუელ ლოკატელი.

თავდამსხმელები – დომენიკო ბერარდი, ფედერიკო კიეზა, ვილფრიდ გნონტო, მატეო რეტეგი, ჩირო იმობილე, ჯაკომო რასპადორი, მატია ძაკანი.

სხვა სტატიები