Belive

იტალია მზადაა, უკრაინის ჩემპიონატის მატჩებს უმასპინძლოს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, გაბრიელე გრავინას, თქმით, მისი ქვეყანა მზადაა, უკრაინის ჩემპიონატის 2021-2022 წლების სეზონის მატჩებს უმასპინძლოს:
,,მზად ვართ, ქვეყანას დავეხმაროთ ლტოლვილების მიღებაში და, ასევე, უკრაინის პრემიერლიგის მატჩები ჩავატაროთ. გარდა ამისა, სხვა ინიციატივებზეც ვმუშაობთ,'' - გრავინას სიტყვებს Corriere della Sera ციტირებს.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, პრემიერლიგის მიმდინარე სეზონი 24 თებერვალს შეწყდა. 18 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილს დონეცკის ,,შახტარი'' 47 ქულით ლიდერობს და მეორეადგილოსან ,,დინამო კიევს'' 2 ქულით უსწრებს.

სხვა სტატიები