Belive

ისტორიული რეკორდი იზრდება - საქართველოს ნაკრების ღირებულება 137 მილიონზე მეტი გახდა

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ღირებულება წამყვანი სტატისტიკური და სატრანსფერო პლატფორმის, Transfermarkt-ის მონაცემების მიხედვით 137.38 მილიონი ევრო გახდა.

ცხადია, ეს მაჩვენებელი ისტორიული რეკორდის კიდევ უფრო გაზრდას ნიშნავს, ვინაიდან წლების განმავლობაში, საქართველოს ეროვნული გუნდის ფეხბურთელთა ჯამური ღირებულება 50 მილიონი ევროს ფარგლებში მერყეობდა, ბოლო ორი წლის განმავლობაში კი ფასმა ზრდა საგრძნობლად დაიწყო. ლოგიკურია, რომ ეს ჩვენი გუნდის ორი ლიდერის, გიორგი მამარდაშვილისა და ხვიჩა კვარაცხელიას ღირებულების საგრძნობ ზრდას მოჰყვა.

მას შემდეგ, რაც 21 მარტს, Transfermarkt-მა, იტალიის სერია A-ში მოთამაშე ფეხბურთელების და მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიას ფასი განაახლა, ეროვნული გუნდის ღირებულებამაც 25 მილიონი ევროთი მოიმატა.

საქართველოს ნაკრებში მარტის თვეში გასამართი ორი მატჩისთვის გამოძახებულ ფეხბურთელთა შემადგენლობაში 12 ისეთი მოთამაშეა, რომელთა ღირებულება სულ მცირე 10 მილიონი ევრო გახლავთ - ეროვნული გუნდის ყველაზე ძვირადღირებულ წევრთა ჩამონათვალი კი ასეთია:


1. ხვიჩა კვარაცხელია - 85 მილიონი ევრო

2. გიორგი მამარდაშვილი - 25 მილიონი ევრო

​3. საბა ლობჟანიძე - 3 მილიონი ევრო

4. გიორგი მიქაუტაძე - 3 მილიონი ევრო

5. გიორგი ჩაკვეტაძე - 2.20 მილიონი ევრო

6. გიორგი ბერიძე - 2 მილიონი ევრო

7. ზურიკო დავითაშვილი - 2 მილიონი ევრო

8. საბა საზონოვი - 1.5 მილიონი ევრო

9. ჯიმი ტაბიძე - 1.5 მილიონი ევრო

10. ლუკა გაგნიძე - 1.5 მილიონი ევრო

11. ანზორ მექვაბიშვილი - 1 მილიონი ევრო

12. ირაკლი აზაროვი - 1 მილიონი ევრო​


ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი 2023 წლის მარტში ორ მატჩს გამართავს. 25 მარტს მონღოლეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ამხანაგურ, ხოლო 28-ში ნორვეგიასთან ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი ტურის შეხვედრას გამართავს. ორივე მატჩი ბათუმში გაიმართება.

სხვა სტატიები