ისტორიული გამარჯვება - IV ლიგის გუნდი საქართველოს თასის ფინალში გავიდა
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
დღეს, 2 ნოემბერს, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის მატჩები გაიმართა და ფინალური წყვილის ვინაობა გახდა ცნობილია.
დიდი სენსაცია მოახდინა მეოთხე ლიგის გუნდმა "ლოკომოტივი 2"-მა, რომელმაც საქართველოს თასის მოქმედი გამარჯვებული "საბურთალო" თერთმეტმეტრიანების სერიაში 7:6 დაამარცხა. ეს გამარჯვება ისტორიული გამოდგა, რადგან საქართველოს თასის ფინალში არასდროს გასულა IV ლიგის გუნდი.
რაც შეეხება მეორე ნახევარფინალურ დაპისირპირებას, ქუთაისის "ტორპედომ" "დინამო თბილისს" ზესტაფონში უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. ქუთაისელთა შემადგენლობიდან გოლები პედრო მონტეირომ და მაურო კაბალიერომ გაიტანეს.
საქართველოს თასის ფინალი 7 დეკემბერს, 19:00 საათზე ბათუმის ახალ სტადიონზე გაიმართება.