Belive

#ისტორიაციფრებში - ნაწილი 1 - "მილანის" ყველა დროის რეკორდები და მიღწევები

4 წლის წინ ფეხბურთი
10 წთ
დიდი საკლუბო ფეხბურთი აგვისტომდე დაგვემშვიდობა, თუმცა ფეხბურთი რაღა თქმა უნდა აქტუალობას არ კარგავს. Live.ge იწყებს სერიას - "ისტორია ციფრებში" სადაც მოცემული იქნება ინფორმაცია საფეხბურთო გრანდების მიღწევებისა და საინტერესო სტატისტიკების შესახებ .  

მილანი

ტიტულები

იტალიის ჩემპიონატი/სერია ა  (18) - 1901, 1906, 1907, 1950–51, 1954–55, 1956–57, 1958–59, 1961–62, 1967–68, 1978–79, 1987–88, 1991–92, 1992–93, 1993–94, 1995–96, 1998–99, 2003–04, 2010–11 სერია ბ (2)  - 1980–81, 1982–83 კოპა იტალია (5) - 1966–67, 1971–72, 1972–73, 1976–77, 2002–03 იტალიის სუპერთასი (7) - 1988, 1992, 1993, 1994, 2004, 2011, 2016 ჩემპიონთა თასი / ჩემპიონთა ლიგა (7) - 1962–63, 1968–69, 1988–89, 1989–90, 1993–94, 2002–03, 2006–07 ევროპის სუპერთასი / უეფას სუპერთასი (5) - 1989, 1990, 1994, 2003, 2007 საკონტინენტაშორისო თასი (3) - 1969, 1989, 1990 ფიფას საკლუბო ჩემპიონატი (1) - 2007  

ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული "მილანი" 2007 წელს

   

ფეხბურთელების მიღწევები

ყველაზე მეტი მატჩი ყველა ტურნირზე - პაოლო მალდინი (902) ყველაზე მეტი მატჩი იტალიის ჩემპიონატში - პაოლო მალდინი (647)  ყველაზე მეტი მატჩი კოპა იტალიაზე - ფრანკო ბარეზი (97) ყველაზე მეტი მატჩი ევროპულ ტურნირებზე - პაოლო მალდინი (168) ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გუნდის ისტორიაში - გუსტავო ჰაუსერი (15 წლისა და 69 დღის ასაკში "მილანეზეს" წინააღმდეგ 1901 წლის 3 მარტს) ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე სერია ა-ში - პაოლო მალდინი (16 წლისა და 208 დღის ასაკში, "უდინეზეს" წინააღმდეგ 1985 წლის 20 იანვარს) ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე ჩემპიონთა ლიგაზე - ბრაიან კრისტანტე (16 წლისა და 278 დღის ასაკში "პლზენის" წინააღმდეგ, 2011 წლის 6 დეკემბერს) ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე გუნდის ისტორიაში - ალესანდრო კოსტაკურტა (41 წლისა და 25 დღის ასაკში "უდინეზეს" წინააღმდეგ, 2007 წლის 19 მაისს) ყველაზე დიდი ხანი გუნდში - პაოლო მალდინი (24 წელი და 132 დღე, 1985 წლის 20 იანვრიდან 2009 წლის 31 მაისამდე)  

პაოლო მალდინი "მილანში" 24 წლის მანძილზე თამაშობდა

   

ბომბარდირები

ყველაზე მეტი გოლი ყველა ტურნირზე - გუნარ ნორდალი (221) ყველაზე მეტი გოლი იტალიის ჩემპიონატში - გუნარ ნორდალი (210) ყველაზე მეტი გოლი კოპა იტალიაზე - ჯანი რივერა (28) ყველაზე მეტი გოლი საერთაშორისო ტურნირებზე - ფილიპო ინძაგი (43) ყველაზე მეტი გოლი ერთ სეზონში - გუნარ ნორდალი (38, 1950-51 წლების სეზონი) ყველაზე მეტი უგოლო მატჩი - ლუიჯი პერვერსი (341) ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი ვინც გოლის გატანა შეძლო - რენცო დე ვეჩი (15 წლისა და 298 დღის ასაკში, "ტორინოს" წინააღმდეგ 1909 წლის 28 ნოემბერს) ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი ვინც გოლის გატანა შეძლო სერია ა-ში - ჯანი რივერა (17 წლისა და 80 დღის ასაკში, "იუვენტუსის" წინააღმდეგ  1960 წლის 6 ნოემბერს) ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი ვინც გოლის გატანა შეძლო - ალესანდრო კოსტაკურტა (41 წლისა და 25 დღის ასაკში, "უდინეზეს" წინააღმდეგ 2007 წლის 19 მაისს)

გუნარ ნორდალი "მილანის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია

 

სანაკრებო მიღწევები

პირველი ფეხბურთელები იტალიის ნაკრებში - ალდო ჩევენინი და პიეტრო ლანა 1910 წლის 15 მაისს იტალიის ნაკრებში ყველაზე მეტი საერთაშორისო მატჩი - პაოლო მალდინი , 126 მატჩი იტალიის ნაკრებში პირველი ფეხბურთელი მსოფლიო ჩემპიონატზე - პიეტრო არკარი იტალიის ნაკრებში 1934 წელს ყველაზე მეტი მატჩი მსოფლიო ჩემპიონატზე "მილანის" ფეხბურთელის რანგში - პაოლო მალდინი (23 - 1990,1994,1998 და 2002 წლებში) ყველაზე მეტი გოლი მსოფლიო ჩემპიონატზე "მილანის" ფეხბურთელის რანგში - ჯანი რივერა (3 - 1962, 1966,1970 და 1974 წლებში) პირველი მსოფლიო ჩემპიონი - პიეტრო არკარი (1934 წელს, იტალიის ნაკრებში) პირველი არაიტალიელი ფეხბურთელი რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ითამაშა - ნილს ლიდჰოლმი 1958 წელს შვედეთის ნაკრების შემადგენლობაში  

პიეტრო არკარი "მილანის" პირველი ფეხბურთელია რომელიც მსოფლიო ჩემპიონი გახდა

 

სამწვრთნელო რეკორდები

პირველი მწვრთნელი - ჰერბერტ კილპინი (1899-1906 წლები) ყველაზე დიდი ხანი სამწვრთნელო პოსტზე (გადაბმულად) - კარლო ანჩელოტი (7 წელი და 236 დღე) ყველაზე დიდი ხანი სამწვრთნელო პოსტზე (რამდენიმე დანიშვნით) - ნერეო როკო (9 წელი და 161 დღე) ყველაზე მეტი მატჩი მწვრთნელის რანგში - ნერეო როკო (459 მატჩი)  

კარლო ანჩელოტიმ მილანის მწვრთნელის რანგში ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა

მატჩები

პირველი...

პირველი მატჩი - მილანი 2:0 მედიოლანუმი, ამხანაგური მატჩი 1900 წლის 11 მარტი პირველი მატჩი ჩემპიონატში - ტორინეზე 3:0 მილანი, 1900 წლის 15 აპრილი პირველი მატჩი კოპა იტალიაზე - მილანი 7:1 რივალორეზე, მეორე რაუნდი, 1927 წლის 6 იანვარი პირველი მატჩი ევროპულ საკლუბო ტურნირებზე - მილანი 3:4 ზაარბრიუკენი , ჩემპიონთა თასი, პირველი რაუნდი, 1955 წლის 1 ნოემბერი  

კახი კალაძე ზლატან იბრაჰიმოვიჩის წინააღმდეგ

გამარჯვება

სარეკორდო გამარჯვება - მილანი 13:0 აუდაქს მოდენა, პრიმა კატეგორია, 1914 წლის 4 ოქტომბერი სარეკორდო საგარეო გამარჯვება - მილანი 10:0 აუსონია, პრიმა კატეგორია, 1919 წლის  21 ოქტომბერი სარეკორდო გამარჯვება სერია ა-ში - მილანი 9:0 პალერმო, 1951 წლის 18 თებერვალი სარეკორდო საგარეო გამარჯვებასერია ა-ში - მილანი 8:0 ჯენოა, 1955 წლის 5 ივნისი სარეკორდო გამარჯვება კოპა იტალიაზე - მილანი 8:1 პადოვა, 1958 წლის 13 სექტემბერი სარეკორდო საგარეო გამარჯვება კოპა იტალიაზე - მილანი 5:0 კომო, 1958 წლის 8 ივნისი სარეკორდო გამარჯვება ევროპულ ტურნირებზე - მილანი 8:0 უნიონ ლუქსემბურგი, ჩემპიონთა თასი, 1962 წლის 12 სექტემბერი სარეკორდო საგარეო გამარჯვება ევროპულ ტურნირებზე - მილანი 6:0 უნიონ ლუქსემბურგი, ჩემპიონთა თასი, 1962 წლის 19 სექტემბერი; მილანი 6:0 კოპენჰაგენი, ჩემპიონთა ლიგა, 1993 წლის 20 ოქტომბერი ყველაზე მეტი გამარჯვება სერია ა-ს ერთ სეზონში - 28 (38 მატჩიდან) 2005-2006 წლების სეზონი ყველაზე ცოტა გამარჯვება სერია ა-ს ერთ სეზონში - 5 (30 მატჩიდან) 1976-77 წლების სეზონი  

ჯანი კომანდინი აღნიშნავს "ინტერთან" 6:0 მოგებულ მატჩში გატანილ პირველ გოლს, 2001 წლის 11 მაისი

 

მარცხი

სარეკორდო საშინაო მარცხი - მილანი 0:8 ბოლონია, პრიმა დივიზიონი, 1992 წლის 5 ნოემბერი სარეკორდო საგარეო მარცხი - მილანი 0:6 იუვენტუსი, პრიმა დივიზიონი, 1925 წლის 25 ოქტომბერი; მილანი 0:6 აიაქსი, ევროპის სუპერთასი, 1974 წლის 16 იანვარი სარეკორდო მარცხი სერია ა-ში - მილანი 0:5 რომა, 1998 წლის 3 მაისი სარეკორდო საშინაო მარცხი სერია ა-ში - მილანი 1:6 იუვენტუსი 1997 წლის 6 აპრილი სარეკორდო მარცხი კოპა იტალიაზე - მილანი 0:5 ფიორენტინა, 1940 წლის 13 აპრილი; მილანი 0:5 ტორინო 1943 წლის 16 მაისი სარეკორდო მარცხი ევროპულ საკლუბო ტურნირებზე - მილანი 0:6 აიაქსი, ევროპის სუპერთასი, 1974 წლის 16 იანვარი ყველაზე მეტი მარცხი სერია ა-ს ერთ სეზონში - 15 (34 მატჩში)  1930-1931 წლების სეზონი ყველაზე ცოტა მარცხი სერია ა-ს ერთ სეზონში - წაუგებელი სეზონი (34 მატჩი) 1991-1992 წლების სეზონი  

 ზინედინ ზიდანის გოლამდე რამდენიმე წამით ადრე - "მილანის" უდიდესი საშინაო მარცხი სერია-ში. 1997 წლის 6 აპრილი

გოლები

ყველაზე მეტი გოლი სერია ა-ს ერთ სეზონში - 118 (38 მატჩში) 1949-50 წლების სეზონში ყველაზე ცოტა გოლი სერია ა-ს ერთ სეზონში - 21 (30 მატჩში) 1981-82 სეზონში ყველაზე მეტი გაშვებული გოლი სერია ა-ს ერთ სეზონში - 62 (34 მატჩში) 1932-33 წლების სეზონში ყველაზე ცოტა გაშვებული გოლი სერია ა-ს ერთ სეზონში - 12 (30 მატჩში) 1968-69 წლების სეზონში    

ქულები

ყველაზე მეტი ქულა სერია ა-ს ერთ სეზონში (როცა გამარჯვება 2 ქულად ფასდებოდა) - 60 (38 მატჩში) 1950-51 წლების სეზონი ყველაზე მეტი ქულა სერია ა-ს ერთ სეზონში (როცა გამარჯვება 3 ქულად ფასდებოდა) - 82 (34 მატჩში) 2003-04 წლების სეზონი; 82 (38 მატჩში) 2010-11 წლების სეზონი ყველაზე ცოტა ქულა სერია ა-ს ერთ სეზონში (როცა გამარჯვება 2 ქულად ფასდებოდა) - 24 (30 მატჩში) 1981-82 წლების სეზონი;  ყველაზე ცოტა ქულა სერია ა-ს ერთ სეზონში (როცა გამარჯვება 3 ქულად ფასდებოდა) - 43 (34 მატჩში) 1996-97 წლების სეზონი  

სხვა სტატიები