Belive

ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მეკარე კვარაცხელიას თანაგუნდელი ხდება

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
​​იტალიური მედიის ინფორმაციით, მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მეკარე, კეპა არისაბალაგა კარიერას "ნაპოლიში" გააგრძელებს. როგორც სამხრეთიტალიური გამოცემები იუწყებიან, ტრანსფერი თითქმის გადაწყვეტილია და "ნაპოლი" და ლონდონის "ჩელსი" დეტალებზე შეთანხმებულები არიან. Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ესპანელი გოლკიპერი, რომელშიც თავის დროზე "არისტოკრატებმა" 80 მილიონი ევრო გადაიხადეს, იტალიურ გრანდში იჯარის წესით გადაბარგდება და მისი ხელფასის 75%-ს ინგლისელები გადაიხდიან. რაც შეეხება "ნაპოლის" - კლუბმა შეთანხმებას წარმოშობით პოლონელ, თუმცა ილინოისში დაბადებულ გაბრიელ სლონინასთან მიაღწია. 18 წლის მეკარე, რომელიც აშშ-ს მოქალაქეა, "ჩიკაგოში" თამაშობს და ამერიკული ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავად ითვლება. ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი 2022/23 წლების სეზონისწინა მოსამზადებელი პერიოდის ფარგლებში შემდეგ ამხანაგურ შეხვედრას “ჟირონას” წინააღმდეგ 3 აგვისტოს გამართავს. მატჩი თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები