Belive

ისტორიაში პირველად - პორტუგალიის თასი მეორელიგელმა მოიგო

15 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

პორტუგალიურ ფეხბურთში უდიდესი სენსაცია დაფიქსირდა - ქვეყნის თასის ფინალში, მეორელიგელმა ტორენსემ მოქმედი გამარჯვებული, სპორტინგი დაამარცხა (2:1) და ისტორიაში პირველად მოიპოვა პორტუგალიის თასი. ეს ასევე პირველი შემთხვევაა, როცა თასს კლუბი პირველი დივიზიონიდან ვერ იგებს.

ტორეს ვედრასის გუნდმა, კევინ ზოის თავური დარტყმით ადრევე მოიპოვა უპირატესობა და შესვენებამდეც შეინარჩუნა. სპორტინგმა მეორე ტაიმის დაწყებიდან ათი წუთის შემდეგ, ლუის სუარესის წყალობით, ანგარიში გაათანაბრა. ძირითად დროში გოლები აღარ გასულა.

გადამწყვეტი მომენტი მაშინ დადგა, როდესაც მაქსი არაუჟომ პენალტი აიკიდა, რის შედეგადაც სპორტინგის მარცხენა მცველმა წითელი ბარათი მიიღო. ტორენსეს კაპიტანმა სტოპირამ პენალტი ზუსტად შეასრულა და თავის გუნდს უდიდესი გამარჯვება მოუტანა.

ეს იყო მეშვიდე შემთხვევა, როდესაც უმაღლესი ლიგის გარეთ მყოფი გუნდი ფინალში გავიდა. დანარჩენ ექვს შემთხვევაში თასი პრიმეირა ლიგის გუნდმა ასწია.

ეს განსაკუთრებული სეზონი შეიძლება კიდევ უფრო გამორჩეული გახდეს, თუ ტორენსე ლიგა პორტუგალიაში დაწინაურდება. ისინი პლეი-ოფის განმეორებით მატჩში (პირველ მატჩში 0:0) კასა პიას დაუპირისპირდებიან.

ფინალში მონაწილეობა არ მიუღია გიორგი ქოჩორაშვილს.

სხვა სტატიები