Belive

ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში გერმანია და ინგლისი ითამაშებენ

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი კულმინაციას მიუახლოვდა.

დღეს ორივე ფინალისტი გამოვლინდა - ინგლისმა ნიდერლანდებს ჰარვი ელიოტის დუბლით 2:1 მოუგო, გერმანიამ კი საფრანგეთთან ნელსონ ვაიპერის, ნიკ ვოლტემადესა და ბრაიან გრუდას გოლებით 3:0 იმარჯვა.

ინგლისსა და გერმანიას შორის ფინალური შეხვედრა შაბათს, 28 ივნისს, ბრატისლავაში გაიმართება.

  • ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის მოქმედი ჩემპიონი სწორედ ინგლისის ნაკრებია, რომელმაც 2023 წელს, ბათუმში, ესპანეთს 1:0 მოუგო.