Belive

ისკო: "ზიდანი რეალს ახალი წარმატებებისკენ გაუძღვება"

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ზინედინ ზიდანის გუნდში დაბრუნება ალბათ ყველაზე მეტად ისკოს გაუხარდა - ესპანელს ლოპეტეგისა და განსაკუთრებით, სოლარის პერიოდში ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგული ჰქონდა. ზიდანი კი გასულ წლებში ისკოს ხშირად ათამაშებდა და შეიძლება ითქვას, რომ საუკეთესო მატჩები ესპანელს სწორედ ზიდანის ხელმძღვანელობით აქვს ჩატარებული. ზიდანმა მადრიდის "რეალში" სულ 28 თვე გაატარა და ამ პერიოდში გუნდთან ერთად 3 ჩემპიონთა ლიგა და 1 ლა ლიგის თასი მოიგო. ტრიუმფის პერიოდში, ფრანგმა გუნდი მოულოდნელად დატოვა, რასაც "რეალის" კრიზისი მოჰყვა - 9 თვის განმავლობაში "სამეფო კლუბმა" 2 მთავარი მწვრთნელი გამოიცვალა, "ბარსელონასთან" 3 მარცხი განიცადა, გამოეთიშა ჩემპიონთა ლიგასა და კოპა დელ რეის. დიდი ალბათობით, წელს მადრიდელები ვერც ლა ლიგის თასს აწევენ. სწორედ ასეთ პერიოდში, ზიდანი კვლავ გუნდში დაბრუნდა. ისკოს შეფასებით, ზიდანი როგორც დიდი ფეხბურთელი, ასევე უდიდესი მწვრთნელია: "ზიდანის დაბრუნება ყველას გაუხარდა. ყველამ ვიცით რომ გუნდს რთული პერიოდი აქვს და ჩვენ სწორედ ზიდანი გვჭირდებოდა. მას "რეალი" ძალიან უყვარს და იმედი გვაქვს, რომ მორიგი გამარჯვებებისკენ გაგვიძღვება," აღნიშნა ისკომ.

ასევე იხილეთ: ზიდანიდან ზიდანამდე – როგორ მიაღწია ზიდანმა 3-გზის ტრიუმფს და რატომ დაბრუნდა იგი გუნდში?

ასევე იხილეთ: ფეხბურთელები, რომლებსაც ზიდანის მოსვლა აწყობთ/არ აწყობთ

სხვა სტატიები