Belive

ისკო სევილიაში? შეთანხმების ალბათობა მაღალია

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალისა" და "მალაგას" ყოფილმა ფეხბურთელმა, ისკომ კარიერა, შესაძლოა, "სევილიაში" გააგრძელოს. ესპანელი ჟურნალისტის, მატეო მორეტოს ინფორმაციით, 30 წლის ნახევარმცველით გუნდის მთავარი მწვრთნელი, ხულენ ლოპეტეგი ინტერესდება. შეგახსენებთ, რომ სევილიელთა ამჟამინდელი ხელმძღვანელი 2018 წელს სწორედ "რეალში" მუშაობდა. ცნობილია, რომ ისკო კონტრაქტს ივლისის ბოლომდე გააფორმებს. 2021/22 წლების სეზონში ისკომ მადრიდელთა მაისურით ლა ლიგის 14 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ისკო მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე საკმაოდ მოთხოვნადია - მას შემოთავაზებები ოთხი კლუბიდან აქვს.

სხვა სტატიები