Belive

ისკო ბეტისის ფეხბურთელია

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის ,,რეალისა'' და ,,სევილიას'' ყოფილი ნახევარმცველი, ისკო კარიერას ,,ბეტისში'' გააგრძელებს.

31 წლის ფეხბურთელი ახალ გუნდში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა და 1-წლიან ხელშეკრულება გააფორმა.

ისკო, რომელმაც ,,სევილიასთან'' კონტრაქტი გასული წლის დეკემბერში გაწყვიტა, ,,უნიონ ბერლინში'' უნდა გადასულიყო, თუმცა სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა.

ესპანელმა გასულ სეზონში ,,სევილიას'' მაისურით ჩატარებულ 19 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები