ისევ მაღალი შეფასება - ეგოიანმა პსვ-სთან საგოლე გადაცემა შეასრულა
13 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ნიდერლანდების ჩემპიონატის მეორე ტურში, ექსელსიორმა მოქმედ ჩემპიონს, პსვ-ს უმასპინძლა და 1;2 დამარცხდა. მიუხედავად სტუმრების უდიდესი უპირატესობისა, ექსელსიორი ბოლო წუთამდე ინარჩუნებდა მატჩის გადარჩენის შანსს.
ირაკლი ეგოიანმა შეხვედრა სრულად ჩაატარა - ქართველმა 54-ე წუთზე საგოლე გადაცემით გაატანინა ცენტრალურ მცველს, კასპერ ვიდელს, თუმცა 2 წუთში პსვ-მ მაინც მოახერხა გამარჯვების გოლის გატანა.
ექსელსიორის შემადგენლობაში საუკეთესო შეფასება სწორედ გოლის ავტორმა მიიღო - მან მინიმალურად აჯობა ეგოიანს, რომლის შეფასებაც 7.1-დან 7.6-დეა (SOFASCORE-სა და WHOSCORED-ის მიხედვით).
გასულ ორ ტურში, ეგოიანის ანგარიშზე უკვე გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.
შემდეგ ტურში, ექსელსიორი სტუმრად ნაიმეგენს დაუპირისპირდება.