"ისეთივე უფერული, როგორც მთელი გუნდი" | იტალიური მედია კვარაცხელიაზე
10 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ვალტერ მაცარის გუნდმა 2024 წელი ისევე საშინლად დაიწყო, როგორც გასული წელი დაამთავრა. ნაპოლი გასვლით შეხვედრაში ტორინოსთან 0:3 განადგურდა. ჩემპიონებს მე-19 ტურის შემდეგ მხოლოდ 28 ქულა აქვთ და იტალიის ჩემპიონატის მე-9 პოზიციაზე იმყოფებიან.
მთელი თამაშის განმავლობაში გუნდის მომენტების გახსენება თითქმის შეუძლებელია, ყველაზე კარგი შანსი 0:0-ზე რასპადორის ჰქონდა, თუმცა მეკარეს ვერ აჯობა და ამის შემდეგ ნაპოლის არაფერი შეუქმნია. ამას ემატება ისიც, რომ დაცვაში გუნდი საშინლად გამოიყურება, შედეგად ბევრს უშვებენ და თავად უკვე მე-4 მატჩია გოლი ვერ გააქვთ.
ნაპოლიში მოსვლის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე შეუმჩნეველი იყო, ისეთივე ამოუცნობი გახდა, როგორც მთელი გუნდი - Tuttonapoli
შეტევის წამოწყებას ცდილობს, მაგრამ ბოლო მომენტებში ბურთი უბრალოდ არ აქვს, ძალიან უჭირს კარისგან შორს თამაში - Tuttomercatoweb
რთული თამაში ჰქონდა და ვერ მოახერხა თავისი გუნდის წინამძღოლობა, ბურთს იშვიათად იღებდა, მაგრამ როცა ამას აკეთებდა თავი ვერ გამოიჩინა. წინა სეზონისგან განსხვავებით, არაზუსტი იყო პასების გაკეთების დროს - Oasport
მოედანზე როცა დადის ან დარბის, თითქმის სულ უბურთოდაა. ძველი კვარასგან მხოლოდ უფერული მოგონება დარჩა - Calcionapoli
ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ს მიმდინარე სეზონში 18 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. ნაპოლი მომდევნო შეხვედრას შინ, 13 იანვარს, სალერნიტანას წინააღმდეგ ჩაატარებს.