ისაბელ დიასი: "კარვახალს უფრო მეტი ლიგა აქვს მოგებული, ვიდრე ბარსელონას"
6 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
დანი კარვახალი მადრიდის საზოგადოების ღირსების მედლით დაჯილდოვდა. ლეგენდარული ესპანელი მცველი მადრიდის რეგიონის პრეზიდენტმა - ისაბელ დიასმა დააჯილდოვა.
დაჯილდოვებას ასევე ესწრებოდა "სამეფო კლუბის" პრეზიდენტი - ფლორენტინო პერესი.
დაჯილდოების მიმდინარეობისას, მადრიდის რეგიონის ქალმა პრეზიდენტმა - ისაებალმა დიასმა, ბარსელონას შესახებ გაიხუმრა და აღნიშნა, რომ დანი კარვახალს უფრო მეტი ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული (6) ვიდრე კატალონიურ გრანდს (5).
"ის დიდებული ფეხბურთელია და იგი ამ მედალს იმსახურებს, რადგან მან წლების განმავლობაში დიდი მსხვერპლი გაიღო ამ კლუბისთვის და ქალაქისთვის და მსოფლიოში ყველაზე ცნობილი გუნდი გაგვხადა.
არ დაგვავიწყდეს, რომ დანი კარვახალს უფრო მეტი ჩემპიონთა ლიგა აქვს, ვიდრე ბარსელონას მთლიან ისტორიაში"
- ისაბელ დიასი
დანი კარვახალის დაჯილდოების ცერემონია
დანი კარვახალი და ისაბელ დიასი