"ის ყოველთვის იქნება ჩვენს საუზმეზე, სადილზე, ვახშამზე...." - ბერნარდუ სილვა
5 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
დღეს, ავტოავარიაში გარდაცვილი ფეხბურთელის დიოგუ ჟოტას დაკრძალვის ცერემონია გაიმართა, სადაც უამრავი თანაგუნდელი იმყოფებოდა, როგორც კლუბიდან, ასევე ეროვნული ნაკრებიდანაც.
პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ბერნარდუ სილვამ დიოგუ ჟოტაზე მედიასთან ისაუბრა:
წარმოდგენაც არ შემიძლია იმის, თუ რა ტკივილს გრძნობს ოჯახი, რუტე (მეუღლე) და ბავშვები.
ცოტა რამ უნდა ვთქვა ჟოტაზე, რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის დიდი მეგობარი იყო. კარიერის განმავლობაში მან ბევრი რთული გზა გაიარა, რომელიც შედეგებზეც მეტყველებს. მისმა ნებისყოფამ და მონდომებამ მას საშუალება მისცა, რომ წარმატებისთვის მიეღწია და ბრწყინვალე კარიერა ჰქონოდა.
მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, როგორც ადამიანი... ძალიან ბევრი მოგონება მაკავშირებს მასთან, ჟოტა ყოველთვის ჩვენს გულებში იქნება. ის ყოველთვის იქნება ჩვენს საუზმეზე, სადილზე, ვახშამზე, ეროვნული ნაკრების შეკრებაზე და PlayStation-ის თუ კარტის თამაშისას. - ბერნარდუ სილვა - პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი
Em exclusivo à TVI/CNN Portugal, Bernardo Silva, internacional português, falou sobre Diogo Jota e André Silva à margem do funeral de ambos.#DiogoJota #AndréSilva #Futebol #Desporto pic.twitter.com/vkEN4BfKWv
— CNN Portugal (@cnnportugal) July 5, 2025