"ის ვერასდროს გახდება მესი. მისი ადგილი ძირითადში არაა"
კრიშტიანუ რონალდუ კრიტიკის ქვეშ მოექცა მას შემდეგ, რაც პორტუგალიამ, მსოფლიო ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ ვერ გაიმარჯვა. ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, ჯეი ბოტროიდმა განაცხადა, რომ ვეტერანი ფეხბურთელი, ნაკრებისთვის ტვირთად იქცა.
სიმართლე გითხრათ, ვფიქრობ, რომ თუ კრიშტიანუ გუნდური მოთამაშეა, უნდა გაიაზროს, რომ პორტუგალიისთვის, წარმატების მისაღწევად, მისი სათადარიგოდან შემოსვლა უკეთესი იქნებოდა. რონალდუს რომ ვუყურებ, ყოველთვის მგონია, რომ ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. ის ყოველთვის მესის ეჯიბრება. მაგრამ მესიზე უკეთესი ვერასდროს გახდება. შეიძლება, ადრე სწორედ ის იყო წამყვანი ფიგურა, მაგრამ ეხლა, ნაკრებისთვის, უფრო ხელის შემშლელი ხდება. ვფიქრობ, რომ მარტინესის შეცდომა სწორედ ესაა, რომ ამას ვერ ხედავს. ან ხედავს, მაგრამ მაინც ძირითადში ათამაშებს. - ჯეი ბოტროიდი
თავად მარტინესი არ ეთანხმება კრიშტიანუს მიმართ კრიტიკას და მიიჩნევს, რომ ის გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა. ესპანელი სპეციალისტი კრიშტიანუს ფაქტორს შემდეგნაირად განმარტავს.
როდესაც გუნდში მსოფლიოში სააუკეთესო ბომბარდირი გყავს, ის ძირითადში აუცილებლად უნდა ათამაშო. ასეთ სიტუაციაში მისი გამოცდილება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. - რობერტო მარტინესი
მიუხედავად მარტინესის სიტყვებისა, კონგოსთან დაპირისპირებაში, რონალდუმ თავი დიდად ვერაფრით დაგვამახსოვრა. პორტუგალიამ აფრიკელებთან ფრედ, 1:1 ითამაშა და ძალიან მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა. იმ შეხვედრაში, პორტუგალიიდან, გოლი ჟოაუ ნევეშმა გაიტანა.
ჯგუფური ეტაპის მომდევნო მატჩს პორტუგალია, 23 ივნისს, უზბეკეთის წინააღმდეგ ჩაატარებს.
🚨🗣 Jay Bothroyd on Cristiano Ronaldo:
— SimplyUtd (@SimplyUtd) June 18, 2026
"I have to be honest. I think if Ronaldo is a team player, I think he should STEP DOWN and understand that he has to be a player that comes off the bench as an impact player."
🗣 "Is he ever going to do that?"
"No, I don't think he is,… pic.twitter.com/hKNLYZ9qFV