Belive

"ის უფრო ძლიერი მოთამაშეა, ვიდრე კომანი, გრილიში ან ლეაო" - ანტონიო კასანო

6 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ ერთ-ერთ გადაცემაში ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. მან ქართველი ფეხბურთელის თვისებები შეაქო და მსოფლიოს საუკეთესო მარცხენა ვინგერად დაასახელა:

ხვიჩა კვარაცხელია ჩემთვის საუკეთესო ვინგერია მსოფლიოში. ჩემთვის ის უფრო ძლიერია ვიდრე კომანი ან გრილიში. მას თავისუფლად შეუძლია, რომ "ბარსელონას" ძირითადი შემადგენლობის წევრი იყოს. დღეს კვარაცხელია ფენომენალური მოთამაშეა. ვისურვებდი, რომ უფრო ძლიერ და სტაბილურ ჩემპიონატზე მეხილა. მან აჩვენა ისეთი თამაში, რომელიც ყველანაირ ლოგიკას სცდება. კვარაცხელია უფრო ძლიერია ვიდრე ლეაო, მას უფრო მეტის გაკეთება შეუძლია ვიდრე "მილანის" ფეხბურთელს. - ანტონიო კასანო - ვეტერანი ფეხბურთელი

სხვა სტატიები