,,ის მეკარეების მარადონა, მესი და რონალდუა!'' - კანისარესმა საუკეთესო მეკარე დაასახელა
5 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ესპანეთის ეროვნული ნაკრების, ,,რეალისა'' და ,,ვალენსიას'' ყოფილი მეკარე, სანტიაგო კანისარესი, მსოფლიოს საუკეთესო გოლკიპერად ტიბო კურტუას მიიჩნევს:
,,ტიბო კურტუა მეკარეების დიეგო მარადონა, კრიშტიანუ რონალდუ და ლეო მესია!
ის სხვებს ბევრად აღემატება და ამას ყოველდღიურად ამტკიცებს... ტიბო საუკეთესო მეკარეა მათ შორის, ვინც ოდესმე მინახავს!'' - სანტიაგო კანისარესი
მიმდინარე სეზონში ტიბო კურტუას მადრიდის ,,რეალის'' მაისურით 7 შეხვედრა აქვს ჩატარებული, რომელთაგან 4-ში კარი მშრალად შეინახა.