ტიბო კურტუა ჩემპიონთა ლიგის მომდევნო შეხვედრას გამოტოვებს
1 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
რეალ მადრიდის მეკარე, ტიბო კურტუა ჩემპიონთა ლიგის მომდევნო შეხვედრას გამოტოვებს. მადრიდული გუნდის ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ 33 წლის ბელგიელს კუჭ-ნაწლავის ვირუსული ინფექცია აქვს და ოლიმპიაკოსის წინააღმდეგ არ ითამაშებს. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენი ხნით გამოაკლდება კურტუა გუნდს, მაგრამ ცნობილია, რომ მას უკრაინელი ანდრეი ლუნინი შეცვლის.
რეალ მადრიდი ჩემპიონთა ლიგის მატჩს ოლიმპიაკოსის წინააღმდეგ 26 ნოემბერს, 23:55 საათზე გამართავს. მადრიდული გუნდი ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე 9 ქულით მე-7 ადგილზეა (3 მოგება, 1 მარცხი).
ტიბო კურტუამ მიმდინარე სეზონის 17 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და კარის მშრალად შენახვა 8-ჯერ მოახერხა.
Parte médico de Courtois.
— Real Madrid C.F. (@realmadrid) November 25, 2025