"ის ერთ-ერთი საუკეთესოა, ვინც გამიწვრთნია" - გვარდიოლა რიკო ლუისზე
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ რიკო ლუისი ერთ-ერთი საუკეთესოა, ვინც კი გაუწვრთნია.
"ლაიფციგთან" 3:1 მოგებულ შეხვედრაში ახალგაზრდა ინგლისელმა თავი საკმაოდ კარგად წარმოაჩინა. აღნიშნულ შეხვედრაში ლუისმა საგოლე გადაცემაც მიითვალა და ფილ ფოდენს გაატანინა.
გუნდის მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ რიკოს მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
14-15 წელია რაც მწვრთნელი ვარ და მქონდა ბედნიერება, რომ "ბარსელონაში" მემუშავა. ამ გუნდში, მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელებთან მიწევდა მუშაობა. იპოვო მსგავსი ფეხბურთელი, რომელიც რიკოს მსგავსად თამაშობს, ძალიან რთულია. ის ერთ-ერთი საუკეთესოა, ვინც გამიწვრთნია. ის თავმდაბალია. ბევრს არ ლაპარაკობს. დიდი სათამაშო დრო არ აქვს, მაგრამ მალე ბევრს ითამაშებს. - განაცხადა პეპ გვარდიოლამ