"ის ჩვენთან ბედნიერია და მისი შენარჩუნება გვსურს" - დეკო ფრენკი დე იონგზე
კატალონიური გრანდის დირექტორმა - დეკომ, ფრენკი დე იონგის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ კლუბს მისი დიდხანს შენარჩუნება სურს. დეკომ მედიაში გავრცელებული სპეკულაციები უარყო და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ნიდერლანდელი ფეხბურთელი "ბარსელონაში" თავს ბედნიერად გრძნობს.
ვხედავ, რომ ფრენკი დე იონგი ბარსაში ცხოვრებით ტკბება. ის აქ ბედნიერია - ფეხბურთს უმაღლეს დონეზე თამაშობს და ყველაფრით კმაყოფილია. საბოლოოდ, გადაწყვეტილებას ყოველთვის ფეხბურთელი იღებს. ჩვენთან მოქმედი კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს - ჩვენ კი მისი დიდხანს დარჩენა გვსურს. - დეკო.
🇳🇱 Barça director Deco: “I see Frenkie de Jong enjoying his life at Barça”.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) October 17, 2023
“He’s happy here, he’s playing top level football and he feels very good — at the end, it’s always the player deciding”.
“He’s under contract until 2026 and we want him to stay for long time”, told MD. pic.twitter.com/UqlupGnSp8
შეგახსენებთ, ნიდერლანდელი ვარსკვლავი "ბარსელონას" 2019 წელს შეუერთდა და ამ დროის განმავლობაში კატალონიური გრანდის მაისურით 137 მატჩში მიიღო მონაწილეობა. დე იონგმა 11 გოლის გატანაც შეძლო.