"ის არის ფეხბურთელი, რომელიც ჩვენ დროთა განმავლობაში აღმოვაჩინეთ" - ემპოლის მწვრთნელი
5 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
სერია A-ს მე-4 ტურის შეხვედრაში "ემპოლი" "იუვენტუსს" შეხვდა და მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა. იტალიის ჩემპიონატში საბა გოგლიჩიძემ ზედიზედ მეორე მატჩი ჩაატარა შეუცვლელად, ქართველმა ახალგაზრდა მცველმა თავი ორივე შეხვედრაში კარგად წარმოაჩინა.
მატჩის დასრულების შემდეგ "ემპოლის" მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო დ'ავერსამ საბა გოგლიჩიძის შესახებ ისაუბრა:
ის არის ფეხბურთელი, რომელიც ჩვენ დროთა განმავლობაში აღმოვაჩინეთ. პირველ დღეებში მას უჭირდა იტალიაში ვარჯიში, ახლა კი მხოლოდ იტალიური ენის პრობლემა დარჩა, რადგან მთავარია, რომ მოედნის ენა ესმის. მან ორი შესანიშნავი თამაში ჩაატარა, მაგრამ ახალგაზრდა ფეხბურთელებმა აუცილებლად უნდა შეინარჩუნონ სიმშვიდე. მათ შეუძლიათ შეცდომის დაშვება, მაგრამ ეს ყველაფერი მათ ხელს უწყობს, რომ უკეთესები გახდნენ. - რობერტო დ'ავერსა - "ემპოლის" მთავარი მწვრთნელი
"ემპოლის" 4 ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს და მე-7 პოზიციაზეა (1 მოგება და 3 ფრე). მომდევნო ტურში ქართველის გუნდი "კალიარის" შეხვდება, მატჩი 20 სექტემბერს გაიმართება.