Belive

"ის ახალი სალაჰია, ნიუკასლი კვარაცხელიას აქტიურად აკვირდება" - Football Insider

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

"ნიუკასლი" ნეაპოლიტანური კლუბის ახალ სენსაციას აქტიურად აკვირდება. პრემიერ ლიგის ბინადრები კვარაცხელიას გადაბირებას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეეცდებიან.

"ნიუკასლის" მიერ კვარაცხელიას ტრანსფერით დაინტერესების შესახებ ინფორმაციას Football Insider-ი ავრცელებს და 22 წლის ქართველ ვარსკვლავს ვრცელ სტატიას უძღვნის.

ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელ ოთხეულში მოხვედრა, "ნიუკასლს" შესაძლებლობას მისცემს დამათებითი ფინანსები მოიზიდოს და გახმაურებული ტრანსფერები განახორციელოს. "პარტენოპეის" რიგებში ფენომენალური ასპარეზობის შედეგად კი კვარაცხელია ზუსტად ის ფეხბურთელია, რომლის შესაძენადაც პრემიერ ლიგის ბინადრები იბრძოლებენ.

22 წლის ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლის" მხოლოდ და მხოლოდ £10 მილიონის სანაცვლოდ შეუერთდა და კლუბის მაისურით, ყველა ტურნირზე ჩატარებულ 23 შეხვედრაში 11 გოლის გატანა და 14 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

"კვარადონას" ბრწყინვალე სათამაშო ფორმით "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი ლუჩიანო სპალეტი აღფრთოვანებულია და მას ახალ მოჰამედ სალაჰს უწოდებს.

"ის არის ფეხბურთელი, რომელსაც დრიბლინგების მიმართ განსაკუთრებული მგრძნობელობა გააჩნია. კვარაცხელია ბრწყინვალეა დრიბლინგში, დარტყმასა და თავბრუდამხვევი ცრუმოძრაობების კეთებაში - მის წინააღმდეგ თავის დაცვა საკმაოდ რთულია. მო სალაჰი ერთ-ერთია, ვისაც მსგავსი უნარები გააჩნია. კვარა მშვიდი ბიჭია და მას დიდი მომავალი ექნება", - ლუჩიანო სპალეტი.

სხვა სტატიები