ირაკლი ეგოიანი სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
6 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელი, ირაკლი ეგოიანი "ვიტესის" სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. 21 წლის შემტევმა მიმდინარე სეზონის 37 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 9 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.
"ვიტესმა" მიმდინარე სეზონი "დენ ბოსხთან" 3:1 გამარჯვებით დაასრულა, ეგოიანმა კი მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 89-ე წუთზე შეცვალეს.
არნემის გუნდი ნიდერლანდების საფეხბურთო ჩემპიონატის რანგით მე-2 ლიგაში ასპარეზობს, მათ მიმდინარე სეზონში 11 მოგება, 11 ფრე და 16 მარცხი ჰქონდათ, მაგრამ ფინანსური დარღვევის გამო მათ 39 ქულა ჩამოაკლდათ და საბოლოოდ 5 ქულით ბოლო ადგილი დაიკავეს.
Het waren zware tijden, volgend seizoen weer samen strijden 💛🖤 pic.twitter.com/g0Xz5I1NdA
— Vitesse (@MijnVitesse) May 9, 2025