ირაკლი აზაროვის ტრაბზონსპორში გადასვლის შანსები გაიზარდა
3 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
უდიდესი ალბათობით, საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველი, ირაკლი აზაროვი კარიერას თურქულ "ტრაბზონსპორში" გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქი ჟურნალისტი ავრცელებს, რომელიც 19 წლის ქართველ ფეხბურთელს საქართველო - თურქეთის საზღვართან შეხვდა. "ქართველი ფეხბურთელი, ირაკლი აზაროვი "ტრაბზონსპორს" ყველა დეტალზე შეუთანხმდა და იგი ტრაბზონში ჩასასვლელად დაიძრა", - წერს sabah spor-ი.
ჯერჯერობით ტრანსფერი ოფიციალურად არ დადასტურებულა და მხარეებს კონტრაქტისთვის ხელი არ მოუწერიათ, ამას არც თავად "დინამო ბათუმი" ადასტურებს, თუმცა უდიდესი ალბათობით ეს თანამშრომლობა შედგება. ასევე, არსებობს რუსეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი წამყვანი კლუბის, "კრასნოდარის" დაინეტრესებაც, რომელიც რუსულ მედიაშ ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქართველი ფეხბურთელის შესაძენად აჭარულ გუნდს 2 მილიონ ევროს სთავაზობს. "დინამო თბილისის" აკადემიის აღზრდილმა ფეხბურთელმა 2021 წლის სეზონში, "დინამო ბათუმის" მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 42 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა. ამავე წელს მისი დებიუტი საქართველოს ნაკრებშიც შედგა, სადაც ექვს მატჩში ითამაშა და 2 საგოლე პასიც მიითვალა.📸 Trabzonspor'un her konuda anlaştığı Gürcü oyuncu Azarovi, Trabzon'a karayolu ile gelmek için yola çıktı.@yunusemresel pic.twitter.com/LUYOzUFcNT — Sabah Spor (@sabahspor1) January 3, 2022