Belive

"იქ მივხვდი, რომ ჩემს ცხოვრებაში უზარმაზარი ისტორია დასრულდა" - შოთა არველაძე კარიერის გამორჩეულ მომენტებს იხსენებს 

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი ტელეკომპანია ფორმულას გადაცემაში "ნამდვილი ამბავი" კარიერის გამორჩეულ მომენტებს იხსენებს. დიეგო მარადონა
მარადონაზე რამდენჯერ ვიტირე... ზოგჯერ Facebook-ზე კუსტურიცას გადაღებული ფილმის მონაკვეთ მხვდება, რომ მღერის და ტირის, საკუთარ სახელს არ ახსენებს სიმღერაში, ერიდება. პირველად რომ შევხვდი, ჩავეხუტე, ფოტო მაქვს გადაღებული. დათო ტურაშვილი შემხვდა და ვუთხარი, ეს ჩემთვის იმას ნიშნავდა, შენ  რომ ილია ჭავჭავაძე გენახა მეთქი. ჩემთვის, დიეგო, მიქელანჯელო და ჩარლი ჩაპლინი ერთ სიბრტყეშია.  
ტრაბზონსპორი
რაც მოგვცა ტრაბზონულმა პერიოდმა, არის პირველად პროფესიონალიზმთან შეხება. რას ნიშნავს ვარჯიშამდე ადრე მისვლა, დარჩენა, ფიზიკურად გაძლიერება; რას ნიშნავს ის, რომ შენგან მეტს მოითხოვენ, რადგან ფულს გაძლევენ. ჩვენთან ფულს არ გაძლევენ და რა უნდა მოითხოვონ?! "დინამოდან" რომ წავედი, 200$ მქონდა ხელფასი. მე და აჩის თავიდან ყველაფერი კარგად წაგვივიდა: გოლები გაგვქონდა, ორი ტყუპი ერთად ვიყავით, ხალხთან ურთიერთობა, სიმღერა, ცეკვა, მოკლედ, კარგი იყო...
Shota Arveladze Among Best Ten Legionaries
სამი ძმა ერთ გუნდში
სამი ძმა ერთ ნაკრებში: გასახდელში თამაშის წინ, ავტობუსში, წინა დღეს, ყველგან ჩვეულებრივი ძმა ხარ, მაგრამ მსაჯის სასტვენის შემდეგ, წამიერად ყველაფერი იცვლება. არავითარი ძმობა, ზოგჯერ მოსაფერებელია, ზოგჯერ უხეშად სათქმელი. 100 000 მაყურებელი გიყურებს, გერმანიის ნაკრების ფეხბურთელები დაქრიან, ვიღაც თანაგუნდელი აგვიანებს, იქნება ეს აჩიკო, რეზიკო თუ შოთიკო და ეჩხუბები. დამთავრდებოდა მატჩი, დაცხრებოდა ემოციები და შემდეგ ახლიდან იწყებოდა ძმობა და ოჯახი.
No description available.
ემოციები
ემოცია მქონდა, კარიერა რომ დავასრულე. თამაში რომ დასრულდა, იქ მივხვდი, რომ ჩემს ცხოვრებაში დამთავრდა უზარმაზარი ისტორია. ჩემი, საკუთარი, რომელიც აღარ მაღვიძებს დილით ადრე, რომელიც არ მაიძულებს, დილით ადრე ავდგე, შესაბამის დროს დავისვენო, კალენდარს აღარ უნდა მივყვე. ამან შეცვალა მთელი ჩემი კალენდარიც, დღეც და ფიქრიც.
No description available.
სამწვრთნელო საქმიანობა
ნელ-ნელა ეს ჩემი დღის რეჟიმი სხვა რელსებზე გადავიდა და მთელი ემოციებიც ახალ პროფესიაზე გადაერთო. ფეხბურთელს და მწვრთნელს შორის არის ისეთივე განსხვავება, როგორც ცას და დედამიწას შორის. მე რაღაცას ბლოკნოტში დავწერ, მაგრამ ეს ყველაფერი შენამდე უნდა მოვიტანო. უნდა გავიგო თუ როგორ გაიგე შენ ჩემი ნათქვამი, მატჩის შემდეგ კი ყველაფერი ხელახლა გავაანალიზო.
No description available.
საყვარელი საქმე 
ის საქმე, რომელსაც აკეთებ, ძალიან უნდა გიყვარდეს. გულშემატკივარი და მედია დაუნდობელია და ავიწყდება, რომ შენ ვიღაცას ეთამაშები, ამიტომ, უნდა გიყვარდეს საყვარელი საქმე, უნდა იცოდე, რომ უამისოდ არ შეგიძლია და ამ შემთხვევაში, აუცილებლად გაიმარჯვებ!
No description available.

სხვა სტატიები