Belive

ინტერმა ნაიკთან ახალი, 8-წლიანი კონტრაქტი გააფორმა

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ინტერისა'' და ნაიკის პარტნიორობა კიდევ 8 წლით, 2031 წლამდე გაგრძელდება.

ახალი კონტრაქტის თანახმად, ,,ნერაძური'' ამერიკული კომპანიისგან სეზონში 30 მილიონ ევრომდე მიიღებს, რაც გასულ სეზონთან შედარებით, 17 მილიონით მეტია.

,,ინტერი'' და ნაიკი 1998 წლიდან თანამშრომლობენ, წინა სეზონში სწორედ ,,ინტერი'' იყო ერთადერთი გუნდი სერია A-ში, რომელსაც ნაიკი ეცვა.

სხვა სტატიები