Belive

ინტერის ფეხბურთელი დაშავდა იმ მატჩის გახურებისას რომელიც არ ჩატარდა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სერია A-ში მორიგი კოვიდ-აფეთქება დაიწყო - მე-20 ტურის 4 მატჩი ამ მიზეზით გადაიდო. მათგან ერთ-ერთი "ბოლონია" - "ინტერია". აღნიშნული მატჩისთვის მილანელები ბოლონიას ესტუმრნენ. იმისთვის, რომ ტექნიკური წაგება არ დაფიქსირებულიყო, სიმონე ინძაგის ფეხბურთელები სტადიონზე გამოცხადდნენ და მოედანზე გასახურებლადაც გავიდნენ. ამ ფაქტში ყველაზე კურიოზული ისაა, რომ "ინტერის" ნახევარმცველი, ფედერიკო დიმარკო დაშავდა. 24 წლის იტალიელმა ტრავმა იმ მატჩის გახურებისას მიიღო, რომელიც არ ჩატარდა.      

სხვა სტატიები