ინტერმა მარკუს ტურამი გაიფორმა
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი, მარკუს ტურამი კარიერას ,,ინტერში'' გააგრძელებს. ინფორმაციას ,,ნერაძურის'' ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
25 წლის ფეხბურთელი მილანურ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორა.
ტურამმა გასულ სეზონში ,,გლადბახის'' მაისურით ჩატარებულ 32 შეხვედრაში 16 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა.
თავდამსხმელის გადაბირებით ,,პარი სენ ჟერმენი'', ,,მილანი'' და ,,ლაიფციგიც'' ინტერესდებოდნენ.
Bienvenue 🇫🇷#ForzaInter #WelcomeMarcus
— Inter ⭐⭐ (@Inter_en) July 1, 2023