Belive

ინტერის ბოლო შეთავაზება ატალანტამ დაბლოკა, ლუკმენს გუნდში დარჩენა არ სურს

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ატალანტას ნიგერიელ შემტევს ადემოლა ლუკმენს გუნდში დარჩენა აღარ სურს. 27 წლის ფეხბურთელმა სოციალური ქსელებიდან მათთან დაკავშირებული ყველა ფოტო თუ აქტივობა წაშალა, მაგრამ ბერგამოელები ჯერჯერობით მას მაინც ვერ ელევიან.

ადემოლა ლუკმენის ტრანსფერზე ინტერი აქტიურად მუშაობს, მაგრამ პირველი შეთავაზება, რომელიც 45 მილიონ ევროს შეადგენდა დაიბლოკა, ამიტომ შესაძლოა მილანურმა გუნდმა ნიგერიელ ფეხბურთელზე მუშაობა შეწყვიტოს.

მას შემდეგ რაც ინტერმა ლუკმენის თაობაზე უარი მიიღო, Calciomercato-ს ცნობით გუნდმა ჩელსის ფეხბურთელ კრისტოფერ ნკუნკუსთან განაახლა მოლაპარაკებები და ის ახლა მილანელებისთვის მთავარი სამიზნეა.

სხვა სტატიები