Belive

ინტერი ჯედ სპენსს დენზელ დუმფრისის მთავარ შემცვლელად განიხილავს

4 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინტერი ჯედ სპენსის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს და 26 წლის განაპირა მცველს, დენზელ დუმფრისის შემცვლელად განიხილავს. La Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, ბოლო საათებში, კლუბებს შორის, მოლაპარაკებები მნიშვნელოვნად გააქტიურდა, რის შედეგადაც, მხარეები, საბოლოო შეთანხმებასთან ახლოს არიან. როგორც ცნობილია, ინტერი, ინგლისელ ფეხბურთელში, დაახლოებით 30 მილიონ ევროს იხდის.

თუ მოლაპარაკებები სირთულის გარეშე წარიმართება, სპენსი ინტერის წევრი გახდება. ინტერმა, ჯონ სტოუნსის სახით, რომელიც იტალიურ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, ერთი ინგლისელი მცველი უკვე დაიმატა. მანჩესტერ სიტის ყოფილმა ფეხბურთელმა, იტალიურ კლუბთან კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმა.

ინტერს, სპენსის მისამართით, ინტერესი არასდროს დაუკარგავს და მნიშვნელოვანია ისიც, რომ სამწვრთნელო შტაბი, ინგლისელ მცველს, სათადარიგო, მეორეხარისხოვან ფეხბურთელად არ განიხილავს. როგორც ცნობილია, სპენსი, ინტერში გადასვლასთან დაკავშირებით, ტოტენჰემის მხრიდან, საბოლოო გადაწყვეტილების მოლოდინშია. ინგლისელი ფეხბურთელი, იტალიაში ცხოვრებასა და გუნდთან ადაპტაციის საკითხზე თანამემამულე ჯონ სტოუნსს უკვე ესაუბრა.

ერთი შეხედვით, ორი ინგლისელი მოთამაშის ერთ კლუბში ხილვა, საკმაოდ რეალურია. გარდა ამისა, ინტერის კიდევ ერთმა მცველმა, ბენჟამინ პავარმა, კლუბის ხელმძღვანელობასთან საუბრისას, უკვე გამოთქვა კლუბში დარჩენის სურვილი.

სხვა სტატიები